პროექტის სახელწოდება: ,,რა მიამბო ბებოს სკივრმა?"
პროექტის მთავარი იდეა:პატივისცემა წარსულისადმი,შეძლონ მათთვის საინტერესო
თემის მიგნება.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან, რის საშუალებით ხდებოდა წარსულში სხვადასხვა ხელსაქმის შესრულება,რომელი სამუშაო და საბრძოლო იარაღები იხმარებოდა. როგორი იყო წარსულში თანატოლების სახელმძღვანელოები.გაეცნობიან მონეტებს, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა ვაჭრობა. ამის შემდეგ მათ შეეძლებათ შედარება დღევანდელ ყოფით საგნებთან.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები ისწავლიან კვლევას, მოახდენენ ჩანაწერებს, დაეუფლებიან მსჯელობას,გაეცნობიან ხალხურ თქმულებებსა და ლექსებს.შეძლებენ მათთვის საინტერესო თემის მიგნებას. წერილობით აღწერენ და მოახდენენ პრეზენტაციას.ისწავლიან ერთმანეთის აზრის პატივისცემას.
მონაწილეთა ასაკი :7-8 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: სამი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
სურათები, ალბომი, ხელნაკეთი წიგნები, სტენდი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:წიგნები,ფოტოაპარატი,მარკერი,ფერადი ფურცლები,ფორმატი.
პროექტის მსვლელობა[ძირითადი აქტივობები]:'
-საპროგრამო ნაწარმოებიდან გამომდინარე დაისვა შეკითხვა:,,საინტერენოა თუ არა ის, რაც ძველია?"თვალსაჩინოდ გამოვიყენე ვიდეო მასალა ,,წვერის წმინდა გიორგი" და ძველი ნივთების ფოტოსურათები.
-კლასი დავყავი სამ ჯგუფად.მივეცი არჩევით სამი დავალება"
ძველი ნივთების მოძიება;
თქმულებები ან ლეგენდები, რომლებიც უკავშირდება მანგლისს;.
-სასულიერო წმინდანები.-აირჩიეს ლიდერები,გადაინაწილეს კონკრეტული დავალებები.
-Iჯგუფის მოსწავლეებმა მოიძიეს და მოიტანეს სხვადასხვა ნივთები:წიგნები,თითისტარი,ხურჯინი,სამოვარი,თუნგი,უთო,მონეტები,ფარდაგი,სურათების ჩარჩო.მათ,ვისაც ევალებოდა,მოახდინეს ჩანაწერი,რომელი საგანი რისთვის იყო საჭირო.
II ჯგუფმა მოიძიეს ლეგენდა ,თუ როგორ დაერქვა დაბას ,,მანგლისი".თქმულება ,,ღვთისმშობლის მიძინების" ტაძრის აგების შესახებ. როგორ დაერქვა მდინარეს ,,ალგეთი"
III ჯგუფმა საინტერესოდ აღწერეს იოანე მანგლელისა და თევდორე მღვდელის ცხოვრება.
-I ჯგუფის პრეზენტაცია მოხდა ხელოვნების კუთხის შექმნით,სადაც გამოიფინა ძველი ნივთები.
-II ჯგყფმა სათანადო ნახატებით შექმნეს თითოეული თქმულება და მხატვრულად წაიკითხეს.
-III ჯგუფმა პრეზენტაცია მოახდინეს ვიდეო-მასალის ჩვენებით და თევდორე მღვდლის გმირობა დაუკავშირეს დრევანდელობას.
პრეზენტაციის ბოლოს, წინასწარ მომზადებულ ფორმატზე,სადაც მოთავსებული იყო სკივრის აპლიკაცია,თითოეული ჯგუფის ლიდერმა წერილობითი ბარათი მოათავსა -რით იყო მათი საკვლევი მასალა საინტერესო.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
-აღწერს და ახასიათებს საგნებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით.
-ავლებს პარალელს ასახულ საგანსა და პირად გამოცდილებას შორის.
-იყენებს სპეციალურ ლექსიკას.
-მასწავლებლის დახმარებით ადგენს საპრეზენტაციო პროგრამას.
-პროექტის ხელმძღვანრლი
ლეილა ქავთარაძე
ხელმძღვანელი ელ-ფოსტა
leilakavtaradze1955@gmail.com
ხელმძღვანელი ბლოგი:>
leilakavtaradze.blogspot.com
მომეწონა სასწავლო გეგმა
ReplyDelete